Tuesday, April 30, 2013

აღდგომა

 უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და 8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა, საეკლესიო სამზადისი, აღსარებადა ზიარებავნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის

მოვლინებისა, რაზედაც მოსეს ხალხი ეგვიპტის მონობიდან თავის დაღწევის შემდეგ ოცნებობდა, რასაცბიბლიური წინასწარმეტყველნი ქადაგებდნენ და რაც სინედრიონის ნებით ჯვარცმული ქრისტეს სახით განხორციელდა.
თავდაპირველად მხოლოდ ვნების დღეებს ზეიმობდნენ. მხოლოდ მე–4 საუკუნეში მიეცა აღდგომის დღესასწაულს თანამედროვე სახე. ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ 325 წელს დაადგინა ზეიმის აღნიშვნა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო კვირას, იუდეველთა პასექის დასასრულს, უთუოდ მისგან განცალკევებით და კვირის ბოლოს. ეს ხვდება ახალი სტილით 4 აპრილიდან 8 მაისამდე. ამიტომ განეკუთვნება აღდგომა მოძრავ დღესასწაულებს.
ქსე-ს თანახმად, აღდგომის ზეიმი, უძველეს მესაქონლეთა და შემდეგ მიწათმოქმედთა საგაზაფხულო, საყოველთაო განახლების დღესასწაულია, რომელიც უშორესი ძირებით წარმართულ რელიგიებს უნდა უკავშირდებოდეს, სადაც ის ბუნების კვდომას და აღდგომას განასახიერებს.        ვახუშტი ბაგრატიონი ასე აღწერს აღდგომის დღესასწაულს საქართველოს სამეფო კარზე: "ხოლო აღდგომის წესი იყო ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი. შემდგომად გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა და დასვიან სამეფო თასი ოქროსი ანუ ვერცხლისა ყაბახსა ზედა, დაუწყიან სროლა მას თასსა ისარნი მოყმეთა და ჭაბუკთა, და რომელი ჩამოაგდის ისრითა, მას მისციან თასი იგი. შემდგომად ამისა შექმნიან ბურთაობა. მერმე შემოვიდიან მეფისა თანა და შექმნიან ნ
ადიმნი და პურობანი დიდნი მგოსან-სახიობთა. არამედ კათალიკოზნი და ეპისკოპოზნი ვიდრემდის იყვნენ მუნ, არა იყო მწყობრთა ძალთა ცემანი, არამედ - გალობანი. ხოლო შემდგომად წარსვლისა მათისა იყო მგოსანთა, მომღერალთა და ყოველთა სახიობთა ცემანი."
      სააღდგომო ტრადიციებს შორის გამორჩეული იყო ჭონა: აღდგომა დღეს რამდენიმე კაცი, რომელთაც მეჭონეებს ეძახდნენ, მთელ სოფელს ჩამოუვლიდა და სააღდგომო სიმღერით დღესასწაულს ულოცავდა.   ჭონის მონაწილენი მორთულ–მოკაზმულობით, დროის მიხედვით ცოტა უფრო ადრე ჩამომვლელებს, ბერიკებს მოგვაგონებდნენ. მათ ერთმანეთს ამგვანებდა თვით საჩუქრების გამოთხოვის წესიც. ძალიან ხშირად მომღერლები კვერცხებს ითხოვდნენ საჩუქრად. კვერცხს სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა – ერთი მხრივ, ფრინველთა გამრავლების მიმათითებლად და მეორე მხრივ – სააღდგომო წითელი კვერცხის სიმბოლური არსით.  დიასახლისი მეჭონეებს კვერცხებით, ტკბილი კვერებით, ხილით და ფულ
ითაც ასაჩუქრებდა. დღის ბოლოს შეგროვილ ხორაგს მთელი სოფლის ახალგაზრდობა შემოუსხდებოდა და ილხენდა. ჭონაში სამღერი ლექსები დალოცვითი ხასიათისა იყო – დალოცვა: კეთილი სურვილი სახლის,  ოჯახის წევრების, 
ეთა ხალხური ლექსები:   ლექსში მოხსენიებული „კვერცხების გამოდგომა“ კვერცხის „დაკირვას“ გულისხმობს: სააღდგომოდ ახალგაზრდები საგანგებოდ შეარჩევდნენ ხოლმე მაგარ კვერცხებს, რათა მოწინააღმდეგისათვის მეტი კვერცხი გაეტეხათ და ამით ბევრი მოეგოთ. გამომდგარ,  ანუ მაგარ კვერცხებზე დიდი მოთხოვნილება იყო. ამის გამო კვერცხებს ხშირად ჰკირავდნენ: ქათმის კვერცხს განიერ
ნაწილზე მცირედ გახვრეტდნენ, ცილასა და გულს გამოწუწნიდნენ და სამაგიეროდ შიგ კირის ხსნარს ჩაასხამდნენ. შემდეგ კერიის ძირში თბილ ადგილას თავდაღმა დამარხავდნენ, რომ ხსნარი კვერცხის წვერთან მოგროვილიყო და გაქვავებულიყო. ამნაირად დაკირული კვერცხი მაგრდებოდა და ჩვეულებრივი კვერცხით მისი გატეხვა ვერ ხერხდებოდა.

      სააღდგომოდ საინტერესო ტრადიციები ჰქონდათ  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში: რაჭაში აღდგომა დილით წირვიდან დაბრუნების შემდეგ პურის ფაფას აკეთებდნენ, თონეში ლავაშებს აცხობდნენ. აღდგომის მეორე დღეს "გიორგონთობას" ზეიმობდნენ. აცხობდნენ ლობიანებს, შეკეცილებს, ბოხჩუანებს; სამეგრელოში  აღდგომა დღეს განსაკუთრებული ქვევრის, ლაგვანის თავზე ბატკანს ან გოჭს კლავდნენ. აცხობდნენ ყველისა და კვერცხის პურის კვერებს; კახეთში სააღდგომოდ ბატკანს კლავდნენ, სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი. აცხობდნენ უხაშო კაკანტელებს და არიგებდნენ; გურიაში ტრადიციული ლელო იმართებოდა და სხვ.

No comments:

Post a Comment